მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 97 კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მელია ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გიორგი მელიამ ფინალში გამსვლელი პაექრობა სომეხ ალექსანიანთან ანგარიშით 1:3 წააგო.

გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის დებიუტანტია და მისი ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, გიორგი მელია პირველი ფალავანია, რომელმაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრთაგან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.