მეხუთე მოგება კიუშუს ბაშოზე - ტოჩინოშინმა ატამიფუჯი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე, მე-11 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი ბრძოლა გამართა. ქართველი სუმოისტი, რომელიც კიუშუს ბაშოზე მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-15 მაეგაშირა ატამიფუჯის დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ამ შეხვედრამდე ტოჩინოშინს მოგება-წაგებათა ბალანსი 4-6-ზე ჰქონდა, მის მეტოქეს კი 3-7-ზე. გორგაძემ შეჯახების შემდეგ მეტოქე დოჰიოსკენ დაიქნია და ჰატაკიკომის ილეთით მოიგო.

11 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 5 მოგება და 6 წაგება აქვს, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი ბოლო 5 ბრძოლიდან 3-ის მოგება სჭირდება. ხვალ მისი მეტოქე მე-13 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.