მეხუთე მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა კაისეისთან წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
მეხუთე მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა კაისეისთან წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს, სადაც ის მე-7 დღეს მე-14 მაეგაშირა, ბრაზილიელ კაისეის დაუპირისპირდა.

ამ ბრძოლამდე ორივე მათგანს მოგება-წაგებათა ბალანსი 2-4-ზე ჰქონდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რადგან ქამრებში ჩავლების შემდეგ, ბრძოლა დაახლოებით 25 წამი მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ბრაზილიელმა მეტოქემ ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა და იორიკირით მოუგო.

 

ხვალ, 19 სექტემბერს გორგაძის მეტოქე მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება, რომელსაც შემოდგომის ბაშოზე, ტოჩინოშინის მსგავსად, 2 მოგება და 5 წაგება აქვს.