მეხუთე გამარჯვება აკი ბაშოზე – ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT 

11:41, 22.09.2021

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე მე-11 საბრძოლო დღეს მე-16 მაეგაშირა ტოკოშორიუს დაუპირისპირდა, რომელსაც ამ შეხვედრამდე მოგება-წაგების ბალანსი 3-7-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა მეტოქე მარტივად, იორიკირით დაამარცხა.

 

ცუდი სტარტის მიუხედავად გორგაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს კვლავ ინარჩუნებს. ტოჩინოშინის ანგარიშზე 5 მოგება და 6 მარცხია, შესაბამისად მიზნის მისაღწევად დარჩენილი 4 ბრძოლიდან 3-ში მოგება სჭირდება.

ხვალ ლევანი მე-17 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდება, რომელიც ამ ბაშოზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და ბალანსი 7-3-ზე აქვს.

მსგავსი