მეკარე სიმონე სკაფეტი სეზონის მეორე ნახევარს „ნაპოლის“ რიგებში გაატარებს #1TVSPORT

12:11, 06.01.2025

„ნაპოლიმ“ „კალიარისთან“ მეკარე სიმონე სკაფეტის საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

28 წლის იტალიელი მეკარე სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კონტრაქტზე ხელს მოაწერს, რის შემდეგაც ანტონიო კონტესთვის ის ხელმისაწვდომი იქნება. სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.

სიმონე სკაფეტი „უდინეზეს“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და „ნაპოლის“ ამჟამინდელ პირველ მეკარესთან, ალექს მერეტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

„კალიარიმდე“ მას „უდინეზეში“, „კომოში“, „კასიმფაშაში“, „სპეციაში“, აპოელ-სა და რუმინულ „კლუჟში“ უთამაშია.

მსგავსი