მეკარე ალექს მერეტი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
მეკარე ალექს მერეტი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ნაპოლი“ იტალიელ მეკარესთან, ალექს მერეტთან კონტრაქტს 2027 ან 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

მერეტის მოქმედი ხელშეკრულება იტალიის 2023 წლის ჩემპიონთა 2025 წლის ზაფხულში იწურება. კლუბი მისი თამაშით კმაყოფილია და მის შენარჩუნებას აპირებს.

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ალექს მერეტის წარმომადგენლებთან საბოლოო შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი ასევე მუშაობს ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ბოლო ცნობით, მხარეებმა აქტიური მოლაპარაკება დაიწყეს, საუბარია კონტრაქტის 2029 წლამდე გაფორმეაბზე გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით.