მეჯიქ ჯონსონმა „ლეიკერსს“ ენტონი დევისის გადმობირება „ტვიტერზე“ მიულოცა
მეჯიქ ჯონსონმა „ლეიკერსს“ ენტონი დევისის გადმობირება „ტვიტერზე“ მიულოცა

გუშინ „ლეიკერსმა“ დიდი ხნის სურვილი აიხდინა და ენტონი დევისის გაცვლა საბოლოოდ დაასრულა. თავდაპირველად 26 წლის ვარსკვლავის გადმობირებას ლოს ანჯელესური გუნდის ყოფილი პრეზიდენტი მეჯიქ ჯონსონი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მეჯიქმა მოულოდნელად დაკავებული თანამდებობა დატოვა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დევისი „ლეიკერსში“ ითამაშებს, ჯონსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.