მეჯიქ ჯონსონმა ადებაიოს დაფარებას პლეი ოფების ისტორიაში საუკეთესო დაცვა უწოდა (ვიდეო)
აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ მატჩში „მაიამი ჰიტმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ბოსტონ სელტიკსი“ დაამარცხა და სუპერფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.
თამაშის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მატჩის მიწურულს მოხდა, როცა სამწამიანში შესულ ჯეისონ ტეიტუმს ბემ ადებაიომ ბოლოს წამს დაუფარა და „მაიამის“ გამარჯვება მოუტანა.
BAM SENDS TATUM’S SHOT BACK 💥
HEAT TAKE GAME ONE. pic.twitter.com/27Zzj8rTu0
— SportsCenter (@SportsCenter) September 16, 2020
„მაიამის“ ცენტრის ფენომენალურ თამაშს „ლეიკერსის“ ლეგენდა – მეჯიქ ჯონსონი გამოეხმაურა:
Bam Adebayo’s block on Jayson Tatum’s dunk attempt was the best defensive play I’ve seen ever in the playoffs!!!!
— Earvin Magic Johnson (@MagicJohnson) September 16, 2020
„ბემ ადებაიოს ჯეისონ ტეიტუმზე დაფარება არის საუკეთესო დაცვითი თამაში, რაც მე პლეი ოფებში მინახავს.“
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 18 სექტმბერს გაიმართება.