ლეგენდარულმა კალათბურთელმა მეჯიქ ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი სლემის 23-გზის ჩემპიონ სერენა უილიამსთან თანამშრომლობას გეგმავს.
„გასულ კვირას დამირეკა სერენამ და მკითხა, ხომ არ მსურს მისი მენტორი გავხდე და შევიდე მის მრჩეველთა გუნდში. დავთანხმდი და ახლა ამ საქმეს უნდა მოვკიდო ხელი. როცა დამირეკა, გავიფიქრე, რომ ეს ჩემი საქმეა. მიყვარს ხალხს რომ ვეხმარები“, – თქვა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, მეჯიქ ჯონსონმა ლეიკერსის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა თავის გადაწყვეტილებაზე პორტლენდთან მატჩის წინ აცნობა ჟურნალისტებს.
59 წლის მეჯიქ ჯონსონი ლეიკერსში თამაშობდა და მის რიგებში ხუთჯერ გახდა ასოციაციის ჩემპიონი. ლოსანჯელესური კლუბი 2018-19 წლების სეზონში პლეიოფში ვერ მოხვდა.