მეივეზერს იაპონიაში ბრძოლების ჩატარება სურს
მეივეზერს იაპონიაში ბრძოლების ჩატარება სურს

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მის კომპანიას TMT-ს სურს საგამოფენო ბრძოლების გამართვა იაპონიაში. ამერიკელის სიტყვები მოჰყავს გაზეთ „დეილი მეილს“.

„2020 წელს ტოკიოში იქნება ოლიმპიური თამაშები და მე დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა დაიწყოს ამ ბაზარზე მუშაობა და იქ ორთაბრძოლები ჩაატაროს. ჩვენი მიზანია – TMT-ს ბრენდი მსოფლიო დონის გახდეთ და ის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ გავიდეს. გვჯერა, რომ შევძლებთ ტოკიოში წარმატების მიღწევას.

ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ გვინდა იაპონიაში საგამოფენო ბრძოლების ჩატარება. ლაპარაკია არა მხოლოდ ჩემზე, არამედ სხვა მოკრივეებზე“.