მეივეზერმა პროფესიულ კრივში დაბრუნება გამორიცხა

18:12, 20.11.2019

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა, ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ არ აპირებს პროფესიულ კრივში დაბრუნებას.

„მე მთხოვენ რინგზე დაბრუნებას, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა – ჩემი სიმდიდრეა. კრივი – ეს ძალიან, ძალიან სასტიკი სახეობაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბევრი მოკრივე დაიღუპა პირდაპირ რინგზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის გავჩერდეთ. მე ბრწყინვალე კარიერა მქონდა“, – განაცხადა 42 წლის ამერიკელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ აპირებს საჩვენებელ ბრძოლებზე უარის თქმას.

„კვლავინდებურად ვიმოგზაურებ და მონაწილეობას მივიღებ საგამოფენო ბრძოლებში. მე ამით დიდ ფულს ვშოულობ – 10-დან 30 მილიონ დოლარამდე. ვფიქრობ, მე უფრო დიდ თანხას ვიღებ, ვიდრე მოკრივეთა უმრავლესობა ბრძოლებში. საკუთარი თავისთვის ვარსკვლავი არასოდეს მიწოდებია. მე ლეგენდა ვარ, რადგან, როცა წავალ, ჩემზე ძველებურად ილაპარაკებენ“, – განაცხადა მეივეზერმა „როიტერთან“ კომენტარში

მსგავსი