მეივეზერმა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე დაასახელა
მეივეზერმა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე დაასახელა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, ვინ არის დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე წონითი კატეგორიის მიუხედავად.

მეივეზერის აზრით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის შეგირდს ჯერვონტ დევისს, მაშინ საუკეთესოა ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტერენს კროუფორდი.

„თუ ვილაპარაკებთ პირველ ნომერზე, მაშინ არ დავასახელებ დევისს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პრომოუტერი ვარ. დღეს, ჯერვონტა ყველაზე შთამბეჭდავი მოკრივეა და ყველაზე საინტერესო.

რაც შეეხება ყველა წონაში საუკეთესო მოკრივეს, მე დავასახელებდი ტერენს კროუფორდს. ის ნომერი პირველია წონითი კატეგორიების მიუხედავად“, – განაცხადა მეივეზერმა talksport.com-სთან კომენტარში.

დატოვე კომენტარი