მეივეზერმა MMA-ის წესებით ჩხუბზე უარი თქვა
მეივეზერმა MMA-ის წესებით ჩხუბზე უარი თქვა

დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა გადაწყვიტა, არ გავიდეს MMA-ის (შერეული ორთაბრძოლები) წესებით ორთაბრძოლაზე ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ. მოკრივემ ოფიციალურად განაცხადა უარი მაკგრეგორის შეთავაზებაზე.

„მე უკვე ვცემე მაკგრეგორი. ჩვენ შეიძლება ვითამაშოთ კალათბურთი, მაგრამ MMA-ში ბრძოლა არ იქნება”, – განაცხადა მეივეზერმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მაკგრეგორმა MMA-ის წესებით ბრძოლაში გამოიწვია ფლოიდი. 2017 წლის აგვისტოში, მეივეზერმა და მაკგრეგორმა კრივის წესებით გამართეს ორთაბრძოლა და მასში ამერიკელმა მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. სულ მეივეზერის ანგარიშზე 50 ბრძოლაში 50 გამარჯვებაა.