მეივეზერმა გამოაცხადა რომ დეკემბერში პაკიაოს შეხვდება [ვიდეო]
მეივეზერმა გამოაცხადა რომ დეკემბერში პაკიაოს შეხვდება [ვიდეო]

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ  – ფლოიდ მეივეზერმა გამოაცხადა, რომ ამა წლის დეკემბერში, ჩაატარებს ბრძოლას ფილიპინელი – მენი პაკიაოს წინააღმდეგ. შაბათს, მოკრივეები ერთმანეთს იაპონიაში შეხვდნენ, სადაც მაყურებლების თვალწინ განიხილეს რევანშის შესაძლებლობა.„მე ვბრუნდები, რათა წელს მენი პაკიაოსთან კიდევ ერთი ცხრანიშნა თანხისთვის ვიჩხუბო“ – დაწერა თავის ინსტაგრამზე მეივეზერმა და თან დაურთო ვიდეო, სადაც ის პაკიაოს გვერდით დგას და ამბობს, რომ დეკემბერში დაბრუნდება.

მეივეზერმა და პაკიაომ პირველი ბრძოლა 2015 წლის 2 მაისს, ლას ვეგასში ჩაატარეს. გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეივეზერმა მოიპოვა.