მეივეზერისა და პოლის ორთაბრძოლა 5 ივნისს გაიმართება #1TVSPORT
მეივეზერისა და პოლის ორთაბრძოლა 5 ივნისს გაიმართება #1TVSPORT

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი საჩვენებელ ორთაბრძოლას გამართავს „იუთუბერ“ ლოგან პოლთან. შეხვედრა 5 ივნისს არის დანიშნული, – წერს გამოცემა The Athletic.

ბრძოლის ჩატარების ადგილს ხუთი ქალაქიდან აირჩევენ: ლას ვეგასი, ლოს ანჯელესი, მაიამი, დალასი ან ატლანტა.

თავდაპირველად, ბრძოლა უნდა ჩატარებულიყო 20 თებერვალს, მაგრამ ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

44 წლის მეივეზერმა პროფესიული კარიერა 2017 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 50 ბრძოლაში 50 მოგებაა.