მეივეზერისა და პაკიაოს რევანში არ შედგება
მეივეზერისა და პაკიაოს რევანში არ შედგება

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის ვიდეო, რომელშიც ის ფილიპინელ მენი პაკიაოსთან რევანშის ჩატარების შესაძლებლობაზე ლაპარაკობს. ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ, საკრივო სამყაროში დაიჯერეს, რომ შესაძლებელია ფლოიდისა და მენის მეორე ორთაბრძოლა.

მაგრამ მეივეზერმა ყველას იმედი გაუცრუა. როგორც ირკვევა, მან სოლიდური თანხა გამოიმუშავა ამ ვიდეოს ჩაწერის სანაცვლოდ, ხოლო რევანში პაკიაოსთან არ შედგება.

„ეს ვიდეო ჯერ კიდევ რვა თვის წინ არის ჩაწერილი. ჩვენი რევანში არასოდეს შედგება. უბრალოდ, მე ამ 10-წამიანი ვიდეოსთვის 2 200 000 დოლარი მივიღე. ვინ არის ახლა ყველაზე ჭკვიანი?!“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ მეივეზერმა.

დატოვე კომენტარი