მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლა შესაძლოა 31 დეკემბერს შედგეს
მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლა შესაძლოა 31 დეკემბერს შედგეს

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მენი პაკიაომ (60-7-2, 39KO) განაცხადა, რომ თავის მომდევნო ბრძოლას 12 იანვარს ჩაატარებს, ხოლო ფლოიდ მეივეზერი (50-0, 27KO) – 31 დეკემბერს. ამის შემდეგ, მომავალი წლის გაზაფხულზე ფილიპინელს სურს ამერიკელთან რევანშის ჩატარება. პაკიაოს სიტყვებს Mirror წერს.

„ფლოიდი აპირებს დაბრუნდეს რინგზე 31 დეკემბერს, მე კი, დიდი ალბათობით, 12 იანვარს გავალ რინგზე. ამის შემდეგ, შევხვდებით და განვიხილავთ ჩვენი რევანშის შესაძლებლობას. თუ ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, სურვილი მაქვს ბრძოლა 5 მაისს ჩატარდეს“.

პაკიაოსა და მეივეზერის პირველი ბრძოლა 2015 წლის 2 მაისს გაიმართა და ამერიკელის ქულებით გამარჯვებით დასრულდა.