მეივეზერი მზად არის ჯასტინ ბიბერსა და ტომ კრუზს შორის ბრძოლის მოსაწყობად

18:06, 15.07.2019

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მზად არის დაიწყოს საუკუნის ორთაბრძოლის ორგანიზება მომღერალ ჯასტინ ბიბერსა და მსახიობ ტომ კრუზს შორის.

„თუ ისინი მიმიწვევენ პრომოუტერის რანგში, მე შევძლებ ამის მოგვარებას. მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი საქმეებით ვარ დაკავებული“, – მოჰყავს მეივეზერის სიტყვები „თი ემ ზეტს“ (TMZ).

უფრო ადრე, ამგვარი ორთაბრძოლის ორგანიზებაზე ილაპარაკეს მებრძოლთა აბსოლუტური ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა უაიტმა და ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა.

ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზს გამოწვევა „ტვიტერის“ მეშვეობით 10 ივნისს ესროლა. ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ასაკში სხვაობა 31 წელია.

მსგავსი