მეივეზერი MMA-ში ბრძოლისთვის 88 მილიონს მიიღებს
მეივეზერი MMA-ში ბრძოლისთვის 88 მილიონს მიიღებს

ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი MMA-ის იაპონელ მებრძოლთან ტენსინ ნაცუკავასთან ბრძოლისთვის 88 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ ბრიტანელმა ჟურნალისტმა, მაიკლ ბენსონმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, ამერიკელის გარანტირებული ჰონორარი იქნება 62 მილიონი. მოკრივე კიდევ 26 მილიონს სატელევიზიო უფლებების გაყიდვისგან მიიღებს. ბრძოლა იაპონიის ქალაქ საიტამში 31 დეკემბერს გაიმართება.

მეივეზერისა და ნაცუკავას შეხვედრა Rizin 14-ის ტურნირის რანგში გაიმართება. მისი ორგანიზატორი იაპონური კომპანიაა, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებზე სპეციალიზდება.

20 წლის ნაცუკავამ კიკბოქსინგის წესებით 27 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. მის ანგარიშზეა ასევე ოთხიდან ოთხი მოგება MMA-ში.

41 წლის მეივეზერს 50-დან 50 მოგება აქვს საკრივო რინგზე.