მეივეზერი მაკგრეგორს - თუ დაბრუნებას გადაწყვეტ, სიამოვნებით დაგსჯი მეორედ
მეივეზერი მაკგრეგორს - თუ დაბრუნებას გადაწყვეტ, სიამოვნებით დაგსჯი მეორედ

კონორ მაკგრეგორის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ლეგენდარულმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმაც გამოთქვა. როგორც ცნობილია დაუმარცხებელმა მოკრივემ 50-ე გამარჯვება სწორედ ირლანდიელთან მოიოპოვა.

„თუ არ ვცდები, მაიკ ტაისონს ეუბნებოდი, რომ რემატჩში ჩემი დამარცხება გსურდა. ახლა კი კარიერას ასრულებ. ვიფიქრე, საუკეთესოსთან გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთხელ მოინდომე. თუ გადაწყვიტავ დაბრუნებას, სიამოვნებით დაგელოდები და მეორედ დაგსჯი“, – განაცხადა მეივეზერმა.