მეისონ მაუნტი მარტამდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
მეისონ მაუნტი მარტამდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მარტამდე დაკარგა ნახევარმცველი მეისონ მაუნტი.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის მე-14 წუთზე მიიღო. დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და ონლაინ-გამოცემა talkSPORT-ის ინფორმაციით, მაუნტი მოედანზე გაზაფხულამდე ვერ დაბრუნდება.

ნახევარმცველისთვის ეს ამ სეზონში მეორე ტრავმაა. წინა შემთხვევაში მან სამი თვე გამოტოვა კუნთის დაზიანების გამო.