მეისონ მაუნტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა #1TVSPORT
მეისონ მაუნტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი მეისონ მაუნტი ახლოსაა, კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს.

გასულ კვირას მაუნტის აგენტმა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირადი კონტრაქტი შეათანხმეს და ინგლისური ფეხბურთის გრანდი ამჟამად მოლაპარაკებებს „ჩელსისთან“ სატრანსფერო თანხის შესახებ აწარმოებს.

პირველი შეთავაზება, რომელიც 40 მილიონ ფუნტს ითვალისწინებდა მაუნტის სანაცვლოდ, ლონდონურმა კლუბმა დაბლოკა, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ „არისტოკრატებს“ ახალ შეთავაზებას გაუგზავნის – 50 მილიონ ფუნტს.

როგორც ცნობილია, „ჩელსი“ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის გაყიდვას 70 მილიონ ფუნტად ფიქრობს, თუმცა დიდია ალბათობა, უფრო ნაკლებადაც გაასხვისოს, რადგან მეისონს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს და ლონდონელები მომავალ წელს მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.