მეისონ გრინვუდმა ინგლისიდან წასვლა გადაწყვიტა - ფორვარდით „მილანი“ ინტერესდება #1TVSPORT
მეისონ გრინვუდმა ინგლისიდან წასვლა გადაწყვიტა - ფორვარდით „მილანი“ ინტერესდება #1TVSPORT

ესპანური გაზეთი Relevo იტყობინება, რომ მეისონ გრინვუდს არ აქვს მომავალი „მანჩესტერ იუნაიტედში“.

21 წლის ინგლისელი მანჩესტერული კლუბის შემადგენლობის მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მას გაუპატიურებაში ყველა ბრალდება მოუხსნეს.

ჭორების მიხედვით, გრინვუდმა გადაწყვიტა დიდი ბრიტანეთის დატოვება და კარიერის განახლება პრემიერლიგის ფარგლებს გარეთ, რათა შორს იყოს ინგლისური პრესის ყურადღებისგან.

იტალიაში მიაჩნიათ, რომ „მილანი“ დაინტერესებულია გრინვუდით, მაგრამ ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ ყოფილა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ შეეწინააღმდეგება ფეხბურთელის წასვლას, თუ რომელიმე კლუბი კონკრეტულ დაინტერესებას გამოთქვამს.