მეინ-რაუნდამდე საქართველოს ნაკრებს ორი ლიდერი დააკლდა | ფუტსალი
მეინ-რაუნდამდე საქართველოს ნაკრებს ორი ლიდერი დააკლდა | ფუტსალი
24-27 ოქტომბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის შეხვედრებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა შეხვედრებისთვის მზადება უკვე დაიწყო.
ავთანდილ ასათიანმა გუნდი უკვე შეკრიბა და სპორტის სასახლეში ავარჯიშებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ არხთან გუნდის მზადებასა და პრობლემებზე ილაპარაკა: „ვემზადებით მეინ რაუნდის თამაშებისთვის, პოლონეთში კი 21 ოქტომბერს გავემგზავრებით, თამაშამდე სამი დღით ადრე, რაც ძალიან კარგია და ფედერაციას ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. 24 ოქტომბერს მასპინძელ პოლონეთს ვხდებით – ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება, ფინალის ტოლფასი და იმედია, მათთან  საბოლოო შედეგებითაც წარმატებას მივაღწევთ“.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ტრავმების გამო გუნდს ორი ლიდერი დააკლდება: „სამწუხაროდ, სრული შემადგენლობით ვერ შევიკრიბეთ – ტრავმების გამო ორი ლიდერი დაგვაკლდება. სიმი საიოტი გუნდში დაშავდა, მუხლი აწუხებს. ასევე ტრავმირებულია არჩილ სეფისკვერაძე და მეინ-რაუნდის შეხვედრებს შესუსტებული შემადგენლობით გავმართავთ“.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის შეხვედრებს  პირველ ჯგუფში პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად გამართავს. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.

 

დატოვე კომენტარი