მეჰმეთ შოლის თქმით, „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი კიმიხი გერმანული ფეხბურთის გრეტა ტუნბერგია

20:31, 08.02.2020

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი მეჰმეთ შოლი მკვეთრი განცხადებით გამოვიდა გერმანიის ჩემპიონის საყრდენის ნახევარმცველის, ჯოშუა კიმიხის თაობაზე და ის  17 წლის შვედ ეკო-აქტივისტს, გრეტა ტუნბერგს შეადარა.

„ამ 24 წლის ბიჭს მიაჩნია, რომ ყველა პრობლემურ სიტუაციაში უნდა ჩაყოს ცხვირი, არადა, არ გაზრდილა აქამდე. ყველა მისი განცხადება და ინტერვიუ – ჩემთვის მეტისტმეტია. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ის არის გერმანული ფეხბურთის გრეტა ტუნბერგი”, – განაცხადა შოლმა რადიოგადაცემაში.

ამ სეზონში კიმიხმა 29 მატჩი ჩაატარა „ბაიერნის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი