მეფე ჩარლზმა უელსის პრინცად და პრინცესად გამოაცხადა უილიამი და კეიტი, ასევე ისაუბრა ჰარისა და მის მეუღლე მეგანზე
მეფე ჩარლზმა უელსის პრინცად და პრინცესად გამოაცხადა უილიამი და კეიტი, ასევე ისაუბრა ჰარისა და მის მეუღლე მეგანზე

​​​გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა უფროსი შვილი უილიამი და მისი მეუღლე კეიტი უელსის პრინცად და პრინცესად გამოაცხადა. ამის შესახებ ჩარლზმა მიმართვისას განაცხადა.

„ბიბისის“ ცნობით, პრინც უილიამის მეუღლე კეიტი, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, პირველი ქალი იქნება, რომელიც უელსის პრინცესას ტიტულს ატარებს.

ჩარლზმა ასევე ისაუბრა უმცროს შვილზე, ჰარიზე და მის მეუღლე მეგანზე, როლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, თუმცა ამჟამად ბრიტანეთში იმყოფებიან.

„მე გამოვხატავ ჩემს სიყვარულს პრინცი ჰარისა და მეგანის მიმართ, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი ცხოვრების ზღვის გადაღმა შენებას“, – აღნიშნა მონარქმა.