მეექვსე მოგება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
მეექვსე მოგება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში სუმოს სუპერტურნირი აქტიურად მიმდინარეობს. მე-12 დღეს ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდა, რომელიც აკი ბაშოზე ძალიან კარგად გამოიყურება და ამ შეხვედრამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 8-3-ზე ჰქონდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ბრძოლა 38 წამი მიმდინარეობდა. ტოჩინოშინი თავიდან მძლავრად შეჯახებას და მავაშის (ქამრის) აღებას ცდილობდა, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მისცა და სუმოისტებმა ცუპარები გაცვალეს. ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გორგაძემ მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა და ოშიდაშით მოიგო.

 

ტოჩინოშინინმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და მაკუუჩი დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ქართველ სუმოისტს 6 მოგება და 6 წაგება აქვს, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად (კაჩი-კოში) კი 3-დან 2 ბრძოლა აქვს მოსაგები. ხვალ მისი მეტოქე მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც 5 მოგება და 6 წაგება აქვს.

დატოვე კომენტარი