მედლებისთვის ბრძოლას შვიდი ქართველი ძიუროდისტი აგრძელებს
მედლებისთვის ბრძოლას შვიდი ქართველი ძიუროდისტი აგრძელებს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს დღეს მოასპარეზე ოთხი ქართველი ქალი სპორტსმენიდან სამი გამოეთიშა. ნატალია ყიფშიძემ, ლია როგავამ, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჯანაშვილმა თავ-თავიანთი შეხვედრები დათმეს და მათგან ბრინჯაოსთვის მხოლოდ ჯანაშვილი გააგრძელებს ბრძოლას.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათ შორის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი, ლაშა ჩადუნელი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე და ლაშა გიუნაშვილი აგრძელებენ. რაც შეეხება ნიკო ჭიკაიძეს, მან ირანელ სპორტსმენთან ალირეზა ხოჯასტესთან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა.

ფინალური ბლოკის შხვედრები 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.