მედლების მოლოდინში - პარიზის გრანდ სლემზე დღეს სამი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
მედლების მოლოდინში - პარიზის გრანდ სლემზე დღეს სამი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, პარიზის გრანდ სლემზე მეორე, დასკნითი დღის ასპარეზობები გაიმართება. შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების სახელით სამი სპორტსმენი იჭიდავებს.

81 კგ წონით კატეგორიაში, ჩვენი გუნდის ღირსებას ტატო გრიგალაშვილი დაიცავს. ქართველი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კი, პოლონელ სებასტიან მარჩინკიევიჩსა და ფრანგ ტიზი გნამიენს შორის გამარჯვებული იქნება.

90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით ორი ძიუდოისტი გამოვა: ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე.

ლუკა მაისურაძე B ბადეში განთესილია და მისი მეტოქე მერვედფინალში ფრანგ ალექსის მატიუსა და ბულგარელ დანიელ დიჩევს შორის გამარჯვებული იქნება.

მეორე ქართველი ბექა ღვინიაშვილიც განთესილთა შორისაა ტურნირზე და პირველ შეხვედრაში მას მეტოქედ ფრანგ ენილ კაროლისა და კონგოელ ისიდორე ვან-დიუველ ნდიონს შორის გამარჯვებული ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) და ჯაბა პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე დაიწყება.