მედლების ჩათვლა ზამთრის ოლიმპიადის მე-13 დღის შემდეგ #1TVSPORT
ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა მე-13 სათამაშო დღე.
მედლების ჩათვლას დაემატა 27-ე ქვეყანა – ესპანეთმა სკი-ალპინიზმში ორი მედალი მოიპოვა: ოქრო და ბრინჯაო. სხვათა შორის, ესპანეთი 1972 წლიდან მთელი 54 წელი ელოდა ოქროს მედალს ზამთრის ოლიმპიადაზე.
ამასობაში ნორვეგიამ მე-16 ოქრო მოიგო და გაიმეორა წინა ოლიმპიადის შედეგი. ზამთრის თამაშების ახალი რეკორდის დასამყარებლად სკანდინავებს დარჩენილ სამ დღეში ერთი ოქრო სჭირდებათ.
მე-13 დღეს უმედლოდ დარჩა იტალია, რითიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისარგებლა – მან ფიგურულ სრიალსა და ქალთა ჰოკეიში აიღო ოქროები და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გადავიდა.
მედლების ჩათვლა
| ო | ვ | ბ | ს | |
| 1. ნორვეგია | 16 | 8 | 10 | 34 |
| 2. აშშ | 9 | 12 | 6 | 27 |
| 3. იტალია | 9 | 5 | 12 | 26 |
| 4. საფრანგეთი | 6 | 8 | 5 | 19 |
| 5. ნიდერლანდები | 6 | 7 | 3 | 16 |
| 6. შვედეთი | 6 | 6 | 3 | 15 |
| 7. შვეიცარია | 6 | 4 | 4 | 14 |
| 8. გერმანია | 5 | 8 | 8 | 21 |
| 9. ავსტრია | 5 | 8 | 5 | 18 |
| 10. იაპონია | 5 | 7 | 12 | 24 |
| 11. კანადა | 4 | 5 | 6 | 15 |
| 12. ჩინეთი | 3 | 3 | 4 | 10 |
| 13. ავსტრალია | 3 | 2 | 1 | 6 |
| 14. ბრიტანეთი | 3 | 0 | 0 | 3 |
| 15. კორეა | 2 | 2 | 3 | 7 |
| 16. ჩეხეთი | 2 | 2 | 0 | 4 |
| 17. სლოვენია | 2 | 1 | 1 | 4 |
| 18. ესპანეთი | 1 | 0 | 1 | 2 |
| 19. ბრაზილია | 1 | 0 | 0 | 1 |
| 19. ყაზახეთი | 1 | 0 | 0 | 1 |
| 21. პოლონეთი | 0 | 3 | 1 | 4 |
| 22. ზელანდია | 0 | 2 | 1 | 3 |
| 23. ფინეთი | 0 | 1 | 4 | 5 |
| 24. ლატვია | 0 | 1 | 1 | 2 |
| 25. საქართველო | 0 | 1 | 0 | 1 |
| 26. ბულგარეთი | 0 | 0 | 2 | 2 |
| 27. ბელგია | 0 | 0 | 1 | 1 |