მედლების ჩათვლა - პიონჩანგის ოლიმპიადა ნორვეგიამ მოიგო, რუსეთმა ანტირეკორდი დაამყარა
მედლების ჩათვლა - პიონჩანგის ოლიმპიადა ნორვეგიამ მოიგო, რუსეთმა ანტირეკორდი დაამყარა

პიონჩანგის ოლიმპიადის ბოლო შეჯიბრში, ქალების სათხილამურო მარათონში მარიტ ბიორგენის გამარჯვების შემდეგ, ნორვეგიამ მედლების ჩათვლაში გამარჯვება მოიპოვა. ქვეყანამ ვერცხლის მედლების მეტი რაოდენობის წყალობით გაასწრო გერმანიის ოლიმპიურ გუნდს.

გერმანიამ და ნორვეგიამ 14-14 ოქრო აიღეს, რაც კანადის რეკორდი გამეორებაა, რომელიც 2010 წელს იყო დამყარებული. გარდა ამისა, ნორვეგიამ დაამყარა რეკორდი მედლების საერთო რაოდენობით – 39. წინა რეკორდი (37 მედალი) ეკუთვნოდა აშშ-ს და ისიც 2010 წელს დამყარდა.

ანტირეკორდი დაამყარეს რუსებმა. მათ მხოლოდ ორი ოქრო აიღეს. წინა ანტირეკორდი რუსეთს 2010 წელს ჰქონდა – 3 ოქრო.

სულ პიონჩანგის ოლიმპიადაზე 92 ქვეყანა მონაწილეობა და მინიმუმ ერთი მედალი 30-მა ქვეყანამ მოიპოვა.

ო ვ ბ ს
1. ნორვეგია 14 14 11 39
2. გერმანია 14 10 7 31
3. კანადა 11 8 10 29
4. აშშ 9 8 6 23
5. ჰოლანდია 8 6 6 20
6. შვედეთი 7 6 1 14
7. კორეა 5 8 4 17
8. შვეიცარია 5 6 4 15
9. საფრანგეთი 5 4 6 15
10. ავსტრია 5 3 6 14
11. იაპონია 4 5 4 13
12. იტალია 3 2 5 10
13. ოარ 2 6 9 17
14. ჩეხეთი 2 2 3 7
15. ბელარუსი 2 1 0 3
16. ჩინეთი 1 6 2 9
17. სლოვაკეთი 1 2 0 3
18. ფინეთი 1 1 4 6
19. ბრიტანეთი 1 0 3 4
20. პოლონეთი 1 0 1 2
21. უკრაინა 1 0 0 1
21. უნგრეთი 1 0 0 1
23. ავსტრალია 0 2 1 3
24. სლოვენია 0 1 1 2
25. ბელგია 0 1 0 1
26. ესპანეთი 0 0 2 2
26. ახ. ზელანდია 0 0 2 2
28. ყაზახეთი 0 0 1 1
28. ლიხტენშტაინი 0 0 1 1
28. ლატვია 0 0 1 1