მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში დემონსტრანტებმა ხანძარი გააჩინეს კლინიკაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ
ირანის ქალაქ ბანდერ-აბასში დემონსტრანტებმა ერთ-ერთ კლინიკას, სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ირანულ სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინციდენტი პარასკევს მოხდა, ცეცხლი მალევე ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. თავად კლინიკის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან.
ირანში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 43-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობა კი 600-ს აღწევს.
Protesters in Iran have set fire to Tohid Bandar Abbas Clinic where Coronavirus patients are being quarantined. #COVID19 #CoronaVirus #Pandemic pic.twitter.com/9xBa0ILU38
— Tore Rasmussen #boycottSAS (@ToreRasmussen) February 28, 2020