მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, აფეთქების ხმა გაისმა
მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, აფეთქების ხმა გაისმა

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„ენერგოატომის“ ინფორმაციით, ამჟამად დეტალები ზუსტდება. მანამდე, ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ ენერგოდარი ყველა მხრიდან დაბლოკილია ოკუპანტების მიერ, მაგრამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს.

სტარუხის თქმით, მოსახლეობის დასაშინებლად რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქში შესვლისას ცარიელი ვაზნებიდან ისროდნენ.