მედიის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა პოლიციის ოფიცრის ავტომობილზე, რომელიც ერდოღანის მომხრეთა მიტინგზე მორიგეობას გეგმავდა
მედიის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა პოლიციის ოფიცრის ავტომობილზე, რომელიც ერდოღანის მომხრეთა მიტინგზე მორიგეობას გეგმავდა

თურქეთის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა პოლიციის ოფიცრის კუთვნილი ავტომობილის ქვეშ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეთა მიტინგზე მორიგეობას გეგმავდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ჰაბერი“ იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ოფიცრის პირადი ავტომობილის ქვეშ იპოვეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მარდინის პროვინციაში, ვიდრე ოფიცერი აქციაზე მივიდოდა. მარდინის პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

გამოცემა „ჰაბერმა“ თურქეთის პრეზიდენტზე თავდასხმაში „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დაადანაშაულა.