მედიის ინფორმაციით, სუდანში სამხედრო გადატრიალებაა
მედიის ინფორმაციით, სუდანში სამხედრო გადატრიალებაა

მედია სუდანში სამხედრო გადატრიალების შესახებ იუწყება. როგორც ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ იტყობინება, სუდანის არმია საგანგებო განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.

როგორც იუწყებიან, რამდენიმე საათის წინ ოფიცრების ჯგუფი სუდანის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის შენობაში შევიდა. ხართუმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ტელეკომპანია „ალ-ჰადათის“ ცნობით, ამ წუთებში დედაქალაქში სუდანის არმიის მეთაურების საგანგებო თათბირი იმართება, რომელსაც პრეზიდენტი ომა ალ-ბაშირი არ ესწრება.

პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან ჯავშანტექნიკის გადაადგილება მიმდინარეობს. ადგილობრივის მედია იწყება, რომ სუდანელი სამხედროები აპირებენ, სუდანში დროებით გამოაცხადონ სამხედროების მმართველობა.

შეგახსენებთ, რომ სუდანში უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაპირველად პურის გაძვირებას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომა მოითხოვეს. აქციების დარბევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.