მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტის არმიამ იდლიბის პროვინციის ქალაქი მაარათ-ალ-ნუუმანი დაიკავა
მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტის არმიამ იდლიბის პროვინციის ქალაქი მაარათ-ალ-ნუუმანი დაიკავა

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიამ რუსეთის ავიაციის დახმარებით იდლიბის პროვინციის ქალაქი მაარათ-ალ-ნუუმანი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიელ უფლებადამცველებზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ პრეზიდენტს ასადის ერთგულმა ჯარისკაცებმა ასევე დაიკავეს იდლიბის პროვინციის კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტიც,

მაარათ-ალ-ნუუმანი იდლიბის პროვინციის სიდიდით მეორე ქალაქია. ეს არის მდინარე ევფრატის დასავლეთით მდებარე ბოლო დასახლებული პუნქტი ან ტერიტორია, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებდა. აღსანიშნავია, რომ ასადის არმიამ ამ ქალაქის დაკავება 2012 წლის შემდეგ პირველად შეძლო.

ამასთან, ფორმალურად იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა დამასკოსა და მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს რეჟიმი „ტერორისტულ დაჯგუფებებზე“ არ ვრცელდება.

იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებების განახლების გამო 350 ათასმა სირიელმა სახლები დატოვა და თურქეთის საზღვრისკენ გაემართა.