მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გააძლიერებს
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გააძლიერებს

საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გააძლიერებს.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მედიის ცნობით, საუბრისას მაკრონმა გაიმეორა მისი ძლიერი შეშფოთება რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქების დაბომბვის გამო და მარიუპოლში არსებულ სიტუაციას გაუსაძლისი უწოდა.