მედიის ინფორმაციით, „ლესტერმა“ კვირკველიას ტრანსფერზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა
მედიის ინფორმაციით, „ლესტერმა“ კვირკველიას ტრანსფერზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა

პრემიერლიგის კლუბი „ლესტერი“ დაინტერესებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის სოლომონ კვირკველიას შეძენით, – წერს რუსული გაზეთი “იზვესტია”. ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს კონტრაქტი ჰქონდათ “ლოკომოტივის” პრეზიდენტთან ილია გერკუსთან და მას ოფიციალური წინადადებით მიმართეს. “მელიები” მზად არიან ქართველ ფეხბურთელში 17 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“ლოკომოტივის” ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს იური სიომინს არ სურთ კვირკველიასთან გამოთხოვება. თავად ფეხბურთელიც და მისი აგენტებიც არ ჩქარობენ რუსეთის ჩემპიონის დატოვებას.

გასულ სეზონში 26 წლის კვირკველიამ 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა “ლოკომოტივის” რიგებში.