მედიის ინფორმაციით, ერევანში, მთავრობის სახლთან სროლის ხმა ისმოდა
მედიის ინფორმაციით, ერევანში, მთავრობის სახლთან სროლის ხმა ისმოდა

„ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, ერევანში, მთავრობის სახლთან სროლის ხმა ისმოდა.

მთავრობის სახლთან ასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. ამ წუთებში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მან მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შეთანხმებას მოაწერა ხელი.