მედიის ინფორმაციით, ანხელ კორეა "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა
მედიის ინფორმაციით, ანხელ კორეა "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა

არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ კორეა „მილანში“ გადასვლას უახლოვდება, – ამის შესახებ სპორტული გამოცემა „სპორტმედიასეტი“ (sportmediaset) წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „როსინერიმ“ „ატლეტიკოს“ 42 მილიონი ევრო და სამომავლოდ ფეხბურთელის გაყიდვიდან მიღებული თანხის 30 პროცენტი შესთავაზა. როგორც ცნობილია, მადრიდელები პირობებს დათანხმდნენ. სავარაუდოდ, ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მალე დადასტურდება.

იტალიური კლუბი მადრიდელებთან არგენტინელი ფეხბურთელის ანხელ კორეას შეძენასთან დაკავშირებით ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ტრანსფერის განხორციელება ფეხბურთელის ღირებულების გამო აქამდე ვერ მოხერხდა.

როხიბლანკო“ ევროპის მასშტაბით ყველაზე ტიტულოვანი იტალიური კლუბისგან 50-55 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა მადრიდელთა ეს მოთხოვნა „მილანისთვის“ ხელსაყრელი არ იყო.