მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

09:37, 04.03.2022

ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლიკვიდირებულია, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი გვიან ღამით, რუსეთის მხრიდან დაბომბვის გამო მოხდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რადიაციული ფონის მომატება არ ფიქსირდება.

მსგავსი