მედიის ცნობით, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე და საზღვრიდან დამატებითი ძალების გაყვანაზე შეთანხმდნენ
მედიის ცნობით, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე და საზღვრიდან დამატებითი ძალების გაყვანაზე შეთანხმდნენ

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე და საზღვრიდან დამატებითი ძალების გაყვანაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამართალდამცველები სასაზღვრო რაიონებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ.

შეიარაღებული დაპირისპირება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე გუშინ მოხდა. ორივე მხარე ცეცხლის თავდაპირველად გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს. ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაჯიკეთის მოქალაქეებმა გადაკეტეს ყირგიზეთის ერთ-ერთი სოფლისკენ მიმავალი გზა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული შეტაკების შედეგად ორივე მხარეს არის მსხვერპლი.