მედიის ცნობით, წვრთნების ფარგლებში, ირანის ქალაქ ნათანცში რაკეტა გაუშვეს
მედიის ცნობით, წვრთნების ფარგლებში, ირანის ქალაქ ნათანცში რაკეტა გაუშვეს

ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შაბათს განხორციელებული წვრთნების ფარგლებში რაკეტა გაუშვეს ქალაქ ნათანცში, სადაც ბირთვული დანადგარებია თავმოყრილი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობებით, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა რაკეტა ქალაქ ნათანცის ცაზე სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების მიზნით გაუშვეს.

„ასეთი წვრთნები ტარდება სრულიად დაცულ სივრცეში და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირანის არმიის წარმომადგენელმა, შაჰინ თაქიხანიმ.

მანამდე, ირანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები ნათანცის თავზე აფეთქების თაობაზე, რასაც ცაში ძლიერი ნათება მოჰყვა.