მედიის ცნობით, უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა
მედიის ცნობით, უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა

უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა, – იუწყება „დოიჩე ველე“.

გავრცელებული ცნობით, შავ ზღვაში ასევე შევიდა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის „როპუჩას“ კლასის ორი სამხედრო ხომალდიც, რომლებსაც სანაპიროზე თავდასხმების დროს ტანკების ტარება და ჯავშანტექნიკისა და ჯარის გადაყვანა შეუძლიათ.

უკრაინა რუსეთს სასაზღვრო ზონაში სამხედრო ძალების ზრდაში სდებს ბრალს, მოსკოვში კი ამბობენ, რომ მანევრები დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია.

მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ ქერჩის სრუტეში უცხო ქვეყნების სამხედრო გემებისთვის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.