მედიის ცნობით, უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ ნდობის რეიტინგში ვალერი ზალუჟნი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი – მეექვსეს
უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის რეიტინგში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ლიდერობს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი, ხოლო მესამე ადგილზე – უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ „მადიარ“ ბროვდი.
კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.
კერძოდ, გამოკითხვის შედეგების მიხედვით: ვალერი ზალუჟნის სრულად ენდობა 27.8 პროცენტი, ნაწილობრივ ენდობა 37.1 პროცენტი, ნაწილობრივ არ ენდობა 11.6 პროცენტი, საერთოდ არ ენდობა 18.1 პროცენტი; მიხაილო ფედოროვს სრულად ენდობა 26.8 პროცენტი, ნაწილობრივ ენდობა 37.8 პროცენტი, ნაწილობრივ არ ენდობა 8.5 პროცენტი, საერთოდ არ ენდობა 16.4 პროცენტი; რობერტ „მადიარ“ ბროვდის სრულად ენდობა 25.4 პროცენტი, ნაწილობრივ ენდობა 25.8 პროცენტი, ნაწილობრივ არ ენდობა 7.4 პროცენტი, საერთოდ არ ენდობა 17.7 პროცენტი.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი (24 პროცენტი) და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი (23.8 პროცენტი).
ვოლოდიმირ ზელენსკის სრულად ენდობა გამოკითხულთა 18 პროცენტი, ნაწილობრივ ენდობა 24.5 პროცენტი, ნაწილობრივ არ ენდობა 17 პროცენტი, ხოლო საერთოდ არ ენდობა 37 პროცენტი.
გამოკითხვა საზოგადოებრივი კვლევების ცენტრმა, „სოცისმა“ 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა რესპონდენტმა. ცდომილება 2.6 პროცენტია.