მედიის ცნობით, თურქეთის დაზვერვამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტი გაანეიტრალა
მედიის ცნობით, თურქეთის დაზვერვამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტი გაანეიტრალა

თურქეთის ეროვნულმა დაზვერვის ორგანიზაციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტი გაანეიტრალა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰასან ადირი, რომელიც ინტერპოლის წითელი ხაზით იძებნებოდა. თურქული მედია წერს, რომ ჰასან ადირი ჩრდილოეთ ერაყის პროვინცია სულეიმანიაში ხელმძღვანელობდა ტერორისტულ ჯგუფს და მაჰმურში განხორციელებულ თავდასხმებში იყო ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, ჰასან ადირი ტერორისტულ საქმიანობას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, სალმან ბოზქურთან ერთად ახორციელებდა.

თურქეთის ეროვნულმა დაზვერვის ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების შედეგად „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ორი ლიდერი, სელმან ბოზქური და ჰალეფ-ალ-მუჰამადი გაანეიტრალა, რომელიც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი კატეგორიის კოდით იძებნებოდა.

ტერმინ „განეიტრალებაში“ თურქეთის ხელისუფლება ტერორისტის დაკავებას, ჩაბარებას ან ლიკვიდირებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი