მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ნიმრუზის პროვინციის დედაქალაქი ზარანჯი დაიკავა
მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ნიმრუზის პროვინციის დედაქალაქი ზარანჯი დაიკავა

ავღანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ქვეყნის სამხრეთით, ნიმრუზის პროვინციის დედაქალაქი ზარანჯი დაიკავა. მედიის ცნობით, ზარანჯი გახდა ავღანეთის პირველი პროვინციული დედაქალაქი, რომელზეც თალიბებმა კონტროლი დაამყარეს.

ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, თალიბებმა ზარანჯის აღება სამთავრობო სამხედრო რესურსების სიმცირის გამო შეძლეს. „თალიბანის“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიმრუზის დედაქალაქის აღებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ირანის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.

თალიბებმა ზარანჯიში გადაღებული ვიდეომასალაც გაავრცელეს, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებენ ქალაქის ქუჩებში ავღანეთის არმიისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ გადაცემულ სამხედრო ავტომობილებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბებმა ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და პროვინციის სადაზვერვო შტაბზე კონტროლი დაამყარეს.