მედიის ცნობით, შვეიცარია მზად არის, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შუამავლობა გაწიოს
მედიის ცნობით, შვეიცარია მზად არის, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შუამავლობა გაწიოს

შვეიცარიის პრეზიდენტის, იგნაციო კასისის განცხადებით, მისი ქვეყანა შუამავლის როლის შესასრულებლად და კიევსა და მოსკოვს შორის შესაძლო მოლაპარაკებების მოსაწყობად მზადაა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Radio Télévision Suisse იუწყება.

„შვეიცარია ნეიტრალიტეტს ჰუმანიტარულ ტრადიციებთან აერთიანებს. ეს არის პატარა ქვეყანა თავისუფლებისადმი მტკიცე ერთგულებით. ის მზადაა, იყოს შუამავალი კულისებში ან აწარმოოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა იგნაციო კასისმა.

შვეიცარიის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დერეფნების დაუყოვნებლივი გახსნის მოწოდებით გამოვიდა და გამოთქვა იმედი, რომ შვეიცარიას შეუძლია დახმარება, აღადგინოს, რაც იქნება განადგურებული, როდესაც ამისი შესაფერისი დრო იქნება.

„ჩვენ უკრაინას პატივს ვცემთ და იმედი გვაქვს, რომ იარაღები მალე გაჩუმდება“, – აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.