მედიის ცნობით, საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციებში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

02:16, 10.02.2019

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჯერად „ყვითელი ჟილეტების“ აქციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა. მათ შორის, ოთხმა ათასმა ადამიანმა გამართა აქცია პარიზში.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები უკვე მეცამეტედ გაიმართა. აქტივისტები თავდაპირველად საწვავის გაძვირებას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით, მათი მოთხოვნები გაფართოვდა.

მსგავსი