მედიის ცნობით, საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ათობით პოლიციელი და ჟანდარმი კი დაშავდა [ვიდეო]
საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ათობით პოლიციელი და ჟანდარმი კი დაშავდა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციებზე, რომლებმაც 356 სკოლა მოიცვა, სულ მცირე, 83 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა.
განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს ცნობით კი, 119 მოსწავლე და სკოლის თანამშრომელია დაშავებული.
ცნობისთვის, მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეომასალაში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ავტობუსის გაჩერებები დააზიანეს.
ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.